ტრამპი: ბაიდენის ხალხი ციხიდან ანარქისტების გამოყვანაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მინეაპოლისში არეულობის დროს დაკავებული მოქალაქეების ნაწილის გასათავისუფლებლად ფულს პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის მოკავშირეები რიცხავენ.

ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„თავზარდაცემული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჯო ბაიდენის 13 თანამშრომელი ფულს რიცხავდა, რათა მინეაპოლისში დაკავებული ადამიანების გირაო გადაეხადათ. ისინი ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა და შემდეგაც“, – წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის ხალხი მუშაობს, რათა ანარქისტები გამოიყვანონ ციხიდან.

„მძინარე ჯო ბაიდენის ხალხი ისეთი რადიკალური მემარცხენეა, რომ ისინი მუშაობენ, რათა ანარქისტები გამოიყვანონ ციხიდან“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.

როგორც „როიტერი“ წერს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის 13-მა თანამშრომელმა „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ფულს რიცხავენ იმ ფონდში, რომელიც მინეაპოლისში აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გირაოს თანხის გადასახდელად გროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები