ხაშურში “ივერიის” საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურის “ივერიის” საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  მოინახულეს.

“ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება”, – განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები