გორის პარკირების სამსახურმა მუშაობა განაახლა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გორის პარკირების სამსახურმა 1 ივნისიდან მუშაობა განაახლა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ვინაიდან 17-დან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სრულად იყო აკრძალული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმ საშვებს, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით მოქმედი იყო, მოქმედების ვადა დამატებით, ერთი თვით გაუხანგრძლივდა.
“მძღოლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ პარკირების საშვი, გთხოვთ შეიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია.
პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელია ბანკების მეშვეობით ( თი-ბი-სი, საქართველოს ბანკი ) და სწრაფი გადახდის აპარატიდან (თი-ბი-სი, საქართველოს ბანკი, ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს PayBox )
პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის
ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გორის ქუჩებში პარკირების გადასახადი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
1 დღე – 1 ლარი.
30 დღე – 10 ლარი.
90 დღე – 15 ლარი .
180 დღე – 25 ლარი.
365 დღე – 40 ლარი.
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან!
პარკირების გადასახადისგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. სპეციალური საშვის ასაღებად მათ უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში