ეკატერინე ტიკარაძე: დახმარება უკვე გაცემულია 72 000 მოქალაქეზე, ვინც სამსახური დაკარგა

“დახმარება უკვე გაცემულია 72 000 მოქალაქეზე, ვინც სამსახური დაკარგა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების მიღების თხოვნით უწყებას 51 000-მა თვითდასაქმებულმა მიმართა.

“დახმარება უკვე გაცემულია 72 000 მოქალაქეზე, ვინც სამსახური დაკარგა. თანხობრივად ეს უკვე შეადგენს 14 მლნ ლარზე მეტს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათთვის გაიცა 15 მლნ-ლარზე მეტი. ასევე, სრულად ჩაირიცხა მარტიდან დრემდე გასაცემი სოციალური დახმარება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები