ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალი თვეში ორჯერ უნდა იტესტებოდეს

 

“მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 10-დან 20%-მდე სამედიცინო პერსონალზე მოდის”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი თვეში ორჯერ უნდა იტესტებოდეს.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო პერსონალი ვართ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის პერსონალი და გავრცელების ერთ-ერთი წყარო. დაინფიცირებულთა 10-დან 20%-მდე მსოფლიოში სამედიცინო პერსონალზე მოდის. ამიტომ დღეს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ სამედიცინო პერსონალი – კოვიდის კლინიკების, ცხელების კლინიკების და სხვა დიდი სამედიცინო ჰოსპიტლების, ე.წ. ემერჯენსის, გადაუდებელი დახმარების, საოპერაციოების, რეანიმატოლოგები უნდა იტესტებოდნენ თვეში ორჯერ, ყოველ 14 დღეში ერთხელ. პირველად ჩვენ ეს დავიცავით, შემდეგ უკვე მოეშვნენ სამედიცინო დაწესებულებები. გუშინ ცირკულარი დაიგზავნა ჩვენგან და კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება. ასევე, ამ ბრძანებაში გათვალისწინებული სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პერიოდულობით უნდა იტესტებოდნენ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ თუ სადმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება. ასევე ვთხოვ ყველა მოსახლეს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ტემპერატურის, ხველის, სურდოს, სუნთქვის გაძნელების, ქოშინის შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ცხელების ცენტრებს და სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც სწრაფად გამოგიკვლევენ და ჩაგიტარებენ ტესტირებას, რათა არ გამოგვეპაროს არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები