ამირან გამყრელიძე: რაღაც მომესმა, ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იბრუნებსო, ეს დანაშაულია

“რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის შესაბამისი ორგანოების მიერ უნდა აღიკვეთოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა აუცილებელია.

„პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს. რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. პირადი ჰიგიენის დაცვა არის სწორედ ერთჯერადი პირბადის გამოყენება და ის არ შეიძლება სხვამ გამოიყენოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები