მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა

 

“საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.​

“საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 605-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში 166 პაციენტი მკურნალობს. მიუხედავად, დადასტურებული შემთხვევების ასეთი მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77 პროცენტზე მეტია. ჯერჯერობით, უპირატესობა გვაქვს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები