ნათია თურნავა: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დაპირებას ვასრულებთ

„ნუ ნერვიულობს ოპოზიცია ,ჩვენ ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავამ პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს, ფონდი „ქართუს“ დაანონსებული მასშტაბური პროექტი ტყუილი აღმოჩნდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა ყველა დაანონსებულ პროექტს განახორციელებს.

„ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ, წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, რა თქმა უნდა კოორნავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს. ამის დასტურია, თუნდაც აბასთუმნის პროექტი. რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების საფუძველზე, კერძო ბიზნესის ჩართულობით, ხორციელდება. ასეთი აღმავლობა ძალიან მალე დაიწყება წყალტუბოშიც.ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელსაც ახლა ამ კორონავირუსის შემდეგ უცებ გაახსენდა, თურმე რა ხდება, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები