ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს. მათი თქმით, გუშინ გადაგზავნილი 574 ნიმუშიდან მხოლოდ ნაწილის პასუხია ცნობილი.
“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 574 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს, დილით მხოლოდ ნაწილის პასუხები მოვიდა. 2 პირთან ფიქსორდება კორონავირუსი. დარჩენილი პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი”, – განაცხადეს მერიაში.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში ჯამში, კორონავირუსის 163 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, 76 გამოჯანმრთელება და 3 პირი გარდაიცვალა.