იმერეთში კიდევ ერთი საკარანტინე სივრცე დაიხურა

საჩხერესა და წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ მყოფებმა საკარანტინე სივრცე დატოვეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა. მიისვე თქმით, რეგიონის მასშტაბით კარანტინში რვა ადამიანი რჩება.
„საჩხერეში და წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ ჩვენ უკვე ბინადრები აღარ გვყავს. საირმესა და სასტუმრო „ლეგენში” დარჩენილია რვა ადამიანი. საირმედან საკარანტინე სივრცე 133 ადამიანმა დატოვა”,-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით, კორონავირუსზე ოთხი ადამიანი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთებული 395 კვლევიდან კი ყველა უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები