ბორჯომში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ქალაქსა და სოფლებში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, დღეიდან მგზავრებს გადაადგილებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის, შესაბამისი წესებია შემუშავებული, რომლის დაცვაც მოქალაქეებს მოუწევთ, ესენია:
მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია;
ტრანსპორტში ფეხზე დგომა აკრძალულია;
აკრძალულია ასევე მიკროავტობუსებში მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება.
ბორჯომში მოქალაქეებს ხელების დამუშავება გაჩერებებზე შეეძლებათ, ამისთვის მოსაცდელებზე სადეზინფექციო სითხის დისპენსერებია დამონტაჟებული.

ცნობისთვის, გადაადგილებისას ავტობუსებში ფანჯრები ღია იქნება და მძღოლები სპეციალური აღჭურვილობით გადაადგილდებიან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ჩაუტარდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები