სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 291 ადამიანი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე, 291 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 45 პირია მოთავსებული. როგორც “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1712 პირი იმყოფებოდა.
30 მაისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, კოვიდ19-ზე 122 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირებულებს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის, 11 პაციენტი რჩება. რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან, რვა ზუგდიდელი ე.წ. ტრაილერის კლასტერიდანაა, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანია.