აჭარაში კორონავირუსზე 37 პირის კვლევის პასუხს ელოდებინ
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 426 კვლევის შედეგი უარყოფითია. ამ დროისთვის, ცხელების კლინიკებში 37 პირია მოთავსებული, მათი პასუხები ცნობილი დღის ბოლოს გახდება.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 14 მარტს დადასტურდა. საერთო ჯამში, ვირუსი 71 ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პირი. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 12 477 პირს ჩაუტარდა. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში 927 პირი იმყოფება.