ქუთაისის საკრებულოს წევრის ინიციატივით, ავტოქარხნის მოსახლეობას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით ავტოქარხნის დასახლებაში მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა.
მობილური კლინიკის საშუალებით, მათ სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ნებისმიერ მსურველ უფასოდ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ელექტროკარდიოგრამა და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ სისხლში ტყვიის შემცველობაზე სკრინინგი შვიდ წლამდე ასაკის პატარებს უფასოდ ჩაუტარდათ. იქამდე კი პირველი აქცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში მყოფი მოქალაქეებისთვის გაიმართა, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული.