თერჯოლაში ქუჩების გასწვრივ ღობეების აღდგენა მიმდინარეობს

თერჯოლის ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ღობეების აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და საკრებულოს დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად, დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლისგან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობეების რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 138, 998 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგო” შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები