გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების” გუნდის მიღწევები, ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს

„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების” გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტიანობა გლობალური პანდემიის გამოწვევით ან იღბლით ახსნან, ბუმერანგივით ტრიალდება და ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს”, – განაცხადა ტვ „იმედის” დღის ქრონიკაში” საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში „ოცნების” წინააღმდეგ უნიათოს იარლიყით მედია სივრცეში წარმოებულმა კამპანიამ მარცხი განიცადა. აღმოჩნდა, რომ პიარული მანიპულაციებისგან დაცლილი ხელისუფლება არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ მანამდეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა.

„საქართველოს მოსახლეობას ამ კვირაში უკვე მეორედ მიეცა საშუალება პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი „ქართული ოცნების” გუნდის საპარლამენტო გამოსვლისთვის, რადგანაც ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრი დეტალურად პასუხობს მათ კითხვებს. სამთავრობო კაბინეტი ინტერპელაციის წესით მიიწვიეს საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მცდელობა, რომ რამენაირად დააკნინონ „ოცნების” გუნდის მიღწევები უკანასკნელ პერიოდში, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტიანობა გლობალური პანდემიის გამოწვევით ან იღბლით ახსნან, ბუმერანგივით ტრიალდება და ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს. წლების განმავლობაში ოცნების წინააღმდეგ უნიათოს იარლიყით მედია სივრცეში წარმოებულმა კამპანიამ არა მხოლოდ მარცხი განიცადა, არამედ საბოლოოდ დასრულდა. აღმოჩნდა, რომ პიარული მანიპულაციებისგან დაცლილი ხელისუფლება არამხოლოდ პანდემიის დროს, არამედ მანამდეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. განსხვავება მხოლოდ საინფორმაციო ველშია, როცა ოპონენტები მხოლოდ ნეგატიური რაკურსით წარმოაჩენენ ყოველდღიურობას.

„ჩვენ დროს ხალხს მომავლის იმედი ჰქონდა” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ. ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების პიარულ მცდელობებს გადაეფარათ რეალობა, არამედ საკუთრივ „ნაცმოძრაობის” წარმოდგენას საკუთარ თავზე. როგორც ჩანს, სწორედ ამ ორი ნარატივის შეპირისპირებას ვნახავთ საშემოდგომო არჩევნებზე, რამდენია ქვეყანაში ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ნაციონალური ტელევიზიებით დახატული აშენებული ქვეყანა და ღიმილიანი საქართველო მოენატრა, და ამომრჩევლები, რომლებიც გარდასულ პროპაგანდასა და ძალადობას მკაფიოდ არჩევენ დღევანდელობას, მიმდინარე პრობლემებისთვის თვალის გასწორებას და ეტაპობრივ წინსვლას” , – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები