სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 291 ადამიანია
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 291 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 55 პირია მოთავსებული.
როგორც რეგიონულ კვირას სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო ზედამხედველობა 935 პირს მოეხსნა.
29 მაისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „კოვიდ19“-ზე 105 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 პაციენტი რჩება.
„კლინიკაში სულ 20 პაციენტია მოთავსებული, აქედან 11 კოვიდინფიცირებულია. ცხრა ცხელების ნიშნებითაა. ყველას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან რვა ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანია.