ახალციხის „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზის პასუხი დადებითია.
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დაწესებულებაში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. “ცხელების ცენტრის” თანამშრომლების ინფორმაციით, პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ექვსი კი -საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები.