ონში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნწებული – არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთან სოფელ სორში იმყოფებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.  მათივე ინფორმაციით, ადგილზე გაეცნენ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს.
ონის მერიის ცნობით, სოფელი სორის წყალმომარაგება ხდება მდინარე რიონის ნაპირზე არსებული ჭაბურღილებიდან, საქლორატოროს საშუალებით წყლის დაქლორვით. ამჟამად, სორის მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი.
უწყლობის პრობლემა შეექმნა 6 ოჯახს, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

სამუშაოებს ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები