სალომე ზურაბიშვილი: პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა და ყველას ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

“პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა და ყველას ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა” ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობსას განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი მულტილატერალიზმი და არა ნაკლები, რადგან საზღვრების გარეშე კატაკლიზმების დამარცხება მხოლოდ შესაძლებელია საზღვრებს გარეშე სოლიდარობით. გაერო უნდა იყოს წამყვანი ძალა მულტილატერალიზმის განახლების საქმეში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მრავალმხრივობის განახლების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამავე დროს, ჩვენ უფრო მეტი სოლიდარობა გვჭირდება რეგიონალურ დონეზე, რადგან საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა უფრო ძლიერი ევროპისკენ, რომელსაც გარს მისი სამეზობლო ერტყმის.

გლობალური დახმარების იდეა, ახალი მარშალის გეგმა უნდა იქნას შესწავლილი და მხარდაჭერილი. განსაკუთრებული პერიოდი განსაკუთრებულ რეაგირებას იმსახურებს. მდგრადი განვითარება ხვალის არჩევანი აღარ არის. მდგრადი განვითარების მიზნები ამჟამინდელი აუცილებლობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ონლაინკონფერენცია Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/Speech-at-the-High-Level-Event-on-Financing-for-De.aspx

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები