ამირან გამყრელიძე: თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ჩვენ მზად ვართ

“თუ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს,  სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება – ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო  ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს სომხეთს, თუ ეს დახმარება დღეს მას სჭირდება.

„ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ჩვენ ძალიან მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ყოველთვის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა ან მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. სერიოზული იყო დახმარება ცე ჰეპატიტის წამლით ამ ორი თუ სამი წლის წინ.

თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება – ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები