ამირან გამყრელიძე: მგზავრობისას უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

მისივე თქმით, ეს ყველამ უნდა გაითავისოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ მგზავრი ავტობუსში პირბადის გარეშე არ აუშვან.

„უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი, ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი ატრიბუტი. ამიტომ ვინც ვიმგზავრებთ ავტობუსებით, მეტროთი უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ, ეს იქნება სანქცია, იქ ამას გააკონტროლებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები