სისხლის უანგარო დონაციის აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

აქციას “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“  მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
აქციაში მონაწილეობა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების ” წევრებმა და ადგილობრივებმა მიიღეს.

საკრებულოს თავჯდომარემ ამირან გიორგაძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების ” გუნდი  ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას გამოეხმაურა, რადგან არსებული პანდემიის პირობებში სისხლის მარაგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“დღეს ჩვენი ვალია გავიღოთ სისხლი უანგაროდ და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მინდა გითხრათ, რომ ადგილზე დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნა გაცემული” , – განაცხადა ამირან გიორგაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და ქართული ოცნების მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონაციის აქციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ატარებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები