კოსმოსში SpaceX-ის გაშვება უამინდობის გამო გადაიდო
კოსმოსში SpaceX-ის რაკეტის გაშვება ბოლო წუთებში. უამინდობის გამო გადაიდო. ფრენა, სავარაუდოდ, 30 მაისს განხორციელდება.
რაკეტა Falcon 9-ის კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ, რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა.
აშშ-ის ასტრონავტები კოსმოსში 2011 წლიდან პირველად, ამერიკული ჰომალდით გაემგზავრებიან. ამ წლიდან შატლების ფრენების პროგრამა შეწყდა, თუმცა ილონ მასკის SpaceX პირველი კერძო კომპანია გახდება, რომელიც კოსმოსში ასტრონავტებს გაგზავნის.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 1998 წლიდან დაწყებული ექსპლუატაციის შემდეგ, მასთან ფრენებს NASA და რუსული ჰომალდები “სოიუზ” ახორციელებდნენ, ადგილებისთვის კი აშშ-ის კოსმოსური სააგენტო რუსეთს თანხას უხდიდა.
2011 წელს, ორი ავარიის შემდეგ, რასაც 14 ასტრონავტის სიცოცხლე ემსხვერპლა და, ასევე, ფრენების მაღალი ღირებულების გამო, NASA-მ შატლების პროგრამა შეაჩერა.
ამასთანავე, რუსეთისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, “ნასამ” ორ კერძო კომპანიას – SpaceX-სა და Boeing-ს კოსმოსური ჰომალდების წარმოება შესთავაზა.