გორის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გამწვანებითი ღონისძიება ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, მიმდინარეობს სკვერების, დასვენების პარკ ,,ახალბაღისა,, და სხვა გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგება, მორწყვა, თიბვა, მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, მცენარეთა ძირებში სასუქის შეტანა.
Covid 19-ის გამო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, გაზაფხულის დადგომისთანავე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ყველა საჭირო სეზონურ სამუშაოს შეუფერხებლად აწარმოებდა.