გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში ახლადგახსნილი ბიოდეგრადირებადი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. 

კომპანია ,,ეკო ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.
საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები