ავთანდილ თალაკვაძე: ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი

“ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, 27 მაისს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა! საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს ოპერატიულად აწვდის.

მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები