ტრამპი სოციალური მედიაპლატფორმების დახურვით ან რეგულირების გამკაცრებით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელების დახურვით ან მკაცრი რეგულირებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც “ტვიტერმა” მის პოსტზე მინაწერი გააკეთა, რომ “ინფორმაცია შესაძლოა, გადამოწმებას საჭიროებდეს”.

“ტვიტერისგან” მინაწერის გაჩენამდე ტრამპმა დაწერა – “ფოსტის გამოყენებით კენჭისრა შესაძლოა, მასშტაბური ფალსიფიცირების მიზეზი გახდეს”.

“რესპუბლიკელები გრძნობენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმები კონსერვატიულ ხმებს ახშობენ. მათი საქმიანობას მკაცრ რეგულირებას მოვახდენთ ან დავხურავთ, რომ ეს არ მოხდეს. ვხედავთ, რომ ისინი ამის გაკეთებას 2016 წელს ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. ვერ დავუშვებთ, რომ ამის გაცილებით გართულებული ფორმა მოხდეს”, – დაწერა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები