ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ცეცხლი გაუჩნდა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები სარაშვილების ოჯახში ხანძარი გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, დამწვარია სამზარეულოს ავეჯი.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ანთებული გაზქურა გახდა, საიდანაც მილი დაზიანდა.

“არაფერი გაგვიგია თავიდან, სახანძროს მანქანები რომ დავინახეთ, მერე ჩამოვედით ეზოში და შევხედეთ კვამლს. მალე ჩააქრეს ცეცხლი”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია სწრაფად მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები