აქცია ბათუმის მერიასთან – “ქემალ ფაშას” ბაზრობაზე დასაქმებულები ერთჯერად დახმარებებს მოითხოვენ

ბათუმის მერიასთან ე.წ. ქემალ ფაშას ბაზრობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დაპირებულ ერთჯერად დახმარებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტით ყოველდღიურად თურქეთში გადადიოდნენ, სადაც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში იყვნენ დასაქმებულები. კორონავისრუსისპანდემიის გამო კი ისინი უკვე სამი თვეა უმუშევრები არიან და საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, თუკი ამ ქალბის პრობლემა არ მოგვარდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები