თელავში ცენტრალური მოედნისა და სკვერების გამწვანება მიმდინარეობს

თელავში ცენტრალური მოედნისა და სკვერების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, პირველ ეტაპზე ცენტრალურ მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ბაღებსა და სკვერებში 6 000 ძირი ყვავილი დაირგვება, შემოდგომაზე კი დაგეგმილია მრავალწლიანი მცენარეების დარგვა.

მიმდინარე სამუშაოებზე 13 875 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს შ.პ.ს. თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები