დუშეთის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი ეროვნული სიმბოლიკა და 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ხოლო მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დისტანციურად მოესმინა ილია ზაქაიძის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აჟღერებული სახელმწიფო ჰიმნი და სხვა პატრიოტული კომპოზიციები.
“მსოფლიო პანდემიის პირობებში, 26 მაისი მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიების გარეშე, მოკრძალებულად აღინიშნება, თუმცა იმედი გვაქვს ერთმანეთის გვერდში დგომით დავძლევთ ყველა სირთულეს და მალე მივაღწევთ იმ საერთო მიზანს, რომელსაც ჩვენი ერთიანი და ძლიერი სამშობლო ჰქვია. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”, – განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.