იმერეთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება
იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა. მისივე თქმით, რეგიონში სამი პაციენტი განაგრძობს კორონავირუსზე მკურნალობას.
“ქუთაისის ლაბორატორიაში კოვიდზე გაკეთებული 201 კვლევიდან ყველა უარყოფითია. რეგიონის მასშტაბით სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა ნორმალურია, ორი მათგანი, პრაქტიკულად, ჯანმრთელია. კარანტინში კი რჩება 140 ადამიანი”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 537 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 12. ქვეყნის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 3076 პირი, სტაციონარში კი 300 ადამიანია მეთვალყურეობის ქვეშ.