თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე სკანდას ციხიდან მიულოცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თერჯოლის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს სკანდას ციხიდან მიულოცა.
მეოთხე საუკუნით დათარიღებულ, საუკუნეების მანძილზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სკანდას ციხეზე, ანსამბლ “მასპინძელოს” მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღიმართა.
“საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. ჩვენ ყოველთვის ბრძოლის, საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიჯდებოდა სამშობლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ამ მნიშვნელოვან დღეს ისტორიული სკანდას ციხიდან ვულოცავთ სრულიად საქართველოს. მოვუაროთ მიღწეულს, ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ გამთლიანებული, ძლიერი და ღირსეული ქვეყანა”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკმა, საკრებულოს წევრმა გიორგი ლილუაშვილმა, თერჯოლის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ანდრო ვაშაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები