ქუთაისში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ. ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტი 38 კვირის ორსული, 22 წლის ქალია. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკა ბომონდის” ცხელების ცენტრში თვითდინებით შესული ორი მოქალაქის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც ელოდებიან. მოქალაქეებმა კლინიკას ცხელებით საკუთარი სახლებიდან მიმართეს.

ცნობისთვის, ამ დრომდე კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არცერთ პირს დაუდასტურდა. კლინიკაში სამი საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ხვალისთვის ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები