ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ლიკვიდაციაზე საუბრობენ
ერაყის ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” ფილიალის ლიდერის, მუათაზ ალ-ჯაბურის ლიკვიდაცია მოხდა.
სააგენტო INA-ს ინფორმაციით, ტერორისტი სპეცოპერაციის დროს იქნა მოკლული.
ქვეყნის ძალოვანების ინფორმაციით, ალ-ჯაბური იყო ასევე ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის თანაშემწე.
ერაყის ეროვნულმა დაზვერვამ გასულ კვირას “დაეშის” ლიკვიდირებული ლიდერის შესაძლო შემცვლელის, აბდალა ქარდაშის დაკავების შესახებ განაცხადა.
ანტიტერორისტული სამსახურის წარმომადგენელმა, საბაჰ ალ-ნუმანმა მაშინ თქვა, რომ ქარდაშის დაკავება დაჯგუფების დაფინანსების წყაროს დადგენას შეუწყობს ხელს.
გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იდლიბის პროვინციაში აშშ-ის სპეცრაზმის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ განაცხადა.