ჭიათურაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა – გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან – ალექსანდრე ციცქიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ეს მნიშვნელოვანი დღე პომპეზურად ვერ აღვნიშნეთ, მაგრამ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, ვისმა ღვაწლმაც ეს ქვეყანა მოიყვანა დღევანდელ დღემდე. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
მემორიალი, ასევე, გვირგვინით შეამკეს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები