წყალტუბოში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღნიშნეს წყალტუბოში. მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ადგილობრივებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
გრიგოლ იოსელიანმა მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა და ქვეყანას წინსვლა უსურვა.
„არაერთი თაობა იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, რის შედეგადაც მივიღეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, შალვა ნუცუბიძეს, ისტორიკოსს სოფელ ფანცხანაყანებიდან, ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც გაფორმდა ერთი საუკუნის წინ. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ქვეყანას წისვლა და წარმატება”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით პომპეზური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები