გომბორის უღელტეხილზე ავტომობილი ხეს შეეჯახა
გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოსთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს- ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ -ის 276 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.