საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კახეთშიც აღინიშნა
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილების შემკობით აღნიშნეს.
“26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიაში, იმიტომ რომ 102 წლის წინ მოხდა დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. 20-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა, საუკეთესო კონსტიტუციიით, ადამიანის იმ უფლებებით განმსჭვალული, რაც დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. 26 მაისი არის იმ უწყვეტი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც მოდის საუკუნეების წიაღიდან და გრძელდება დღევანდელობით. დღეს, საქართველო განუხრელად მიდის თავისუფლების, დემოკრატიის და გაძლიერიერების გზით. მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! “, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილმა.
“მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა უჩვეულოდ აღნიშნავს წელს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ქალაქის ქუჩებში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვიმყოფებოდით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე! ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი პანდემია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%ის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
ქალაქ თელავში ასევე, დღევანდელი დღის აღსანიშნავად ცენტრალურ მოედნაზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს.