ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღინიშნა
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ახალციხის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და რაბათის ისტორიულ უბანში საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა.
ახალციხის მსგავსად, დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ასპინძაშიც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
შეგახსენებთ, რომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.