გურიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღნიშნეს

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული თუ სხვა ღონისძიებების აღნიშვნა დაშვებული არ არის. გურიაში, ჩოხატაურში ეროვნული დღესასწაული საქართველოს ჰიმნის შესრულებით აღნიშნეს. ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის წინ ფოლკლორულმა ანსამბლებმა – „გურიამ” და „ამაღლებამ“  სახელმწიფო ჰიმნი შაესრულეს.
ღონისძიებას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„26 მაისი საზოგადოების ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოა. ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ყველას გილოცავთ ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს, ეს დღე ჩვენია”!, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები