ქუთაისში მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ღონისძიება გაიმართა.
ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დღესვე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედალი გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

“დღეს თავდაცვის ძალების მესამე ქვეით ბრიგადაში ავღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ეს დღე უმნიშვნელოვანესია თითოეული სამხედრო მოსამსახურესთვის, რადგან ამ უდიდესი მონაპოვარის დაცვაა უდიდესი ამოცანა”, – განაცხადა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა დავით ბოლქვაძემ.

ქუთაისში მესამე ბრიგადის ბაზაზე ქართული წარმოების ჯავშან ტექნიკაც იყო წარმოდგენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები