ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის წარდგენა

26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მემორიალური ალბომის – ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი ონლაინწარდგენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მემორიალური ალბომის ავტორები, ანტონ ვაჭარაძე და ირაკლი მახარაძე ისაუბრებენ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ.
ბენია ჩხიკვიშვილი 1900-იანი წლებიდან სათავეში ედგა რევოლუციურ გამოსვლებს, იყო თვითაღიარებული “გურიის რესპუბლიკის” პრეზიდენტი, შემდეგ წლები გაატარა გადასახლებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ყოველთვის იბრძოდა პრობლემურ ფრონტზე, იყო სოხუმში მთავრობის წარმომადგენელი, თბილისის მერი, წარგზავნილი იყო ბათუმში ბრიტანული მისიის გასვლის დროს და სათავეში ედგა აჭარის საქართველოსთვის გადმობარების პროცესს. ქვეყნის დატოვების შემგედ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლევილის მამულის შესწყიდვის თაობაზე. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაბრუნდა, რის გამოც საბოლოოდ ბოლშევიკურმა რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.
მემორიალური ალბომის დაბეჭდვას უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მემორიალური ალბომი მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაცია გაიმართება  IDFI-ის ფეისბუქგვერდზე, ლაივ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები