სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტიის სოფელი ვედიში გარესამყაროს მოწყდა
სამდღიანი გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო მდინარე ენგური ადიდდა, სოფელ ვედშიში საავტომობილო გზა დატბორა. შედეგად, სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ა
ადიდებულამ მდინარემ პრობლემები ლახამულას თემის სოფელ ხევრას მოსახლეობასაც შეუქმნა.
მესტიის მერიის ინფორმაციით, ცუდი ამინდის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.