უხანის ლაბორატორიაში ვირუსების შესწავლა გაგრძელდება
“კაცობრიობისთვის ცნობილი ვირუსების ტიპი აისბერგის მხოლოდ ზედაპირია და საჭიროა კვლევების გაგრძელება, რათა ახალი ინფექციური დაავადებების აფეთქების არიდება მოხდეს”, – ამის შესახებ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთმა წამყვანმა ვირუსოლოგმა, ში ჩჟენლიმ განაცხადა.
“თუ გვსურს, კაცობრიობა ახალი ტიპის ინფექციური დაავადებების აფეთქებებისგან დავიცვათ, ამ უცნობი ვირუსების კვლევა უნდა დავიწყოთ, რომელთა მატარებლები ველური ცხოველები არიან. გარდა ამისა, მარაგში კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის ზოგიერთი მედიკამენტი და რეაგენტები უნდა გვქონდეს”, – აღნიშნა ექსპერტმა ტელეკომპანია CGTN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, მუშაობას გააგრძელებს უცნობი პათოგენების შესწავლის მიზნით, რადგან ბუნებაში მრავალი სახეობის ღამურა და სხვა ცხოველია, რომლებიც პოტენციურად ბევრი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ.
“ვირუსები, რომლებიც გვაქვს გამოვლენილი, სინამდვილეში, აისბერგის მხოლოდ ზედაპირია. ეს ვირუსები არსებობენ ბუნებაში. თუ მათ არ შევისწავლით, შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს და ჩვენ მათ შესახებ ისევ არაფერი გვეცოდინება. სამუშაო, რომლითაც ამჟამად ვართ დაკავებული – ვიპოვოთ ვირუსები მანამ, სანამ ისინი გვიპოვიან ჩვენ”, – განაცხადა ვირუსოლოგმა.