ასე გამოიყურება ახალციხე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების სამეტაპიანი პროექტის ნაწილი დასრულდა.

I ეტაპი – 2019 წელს მასშტაბური საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს.

II ეტაპი – თითქმის დასრულებულია საფეხმავლო ბილიკებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გზის 250-მეტრიან მონაკვეთზე, სოფელ ღრელის ასახვევიდან 9 აპრილის ქუჩის კვეთამდე.

III ეტაპით – დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.

მოეწყობა, ასევე, საავტომობილო გზა ცენტრალური მაგისტრალიდან, რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები