„მეფე ერეკლე” – ფერწერული ტილო

2020 წელს აღინიშნება მეფე ერეკლე II-ისა და კათალიკოს ანტონ I-ის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი.
ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ძალიან საინტერესო ღონისძიებები, თუმცა პანდემიის პირობებში ამის განხორციელება ვერ მოხერხდა.
მუზეუმის ინფორმაციით, ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა შემოდგომაზე იგეგმება. მანამდე კი, მუზეუმის ფეიბუქგვერდი აქვეყნებს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცულ მხატვრულ ტილოს – „მეფე ერეკლე”, რომლის ავტორია დავით მაისაშვილი.
დავით მაისაშვილი იყო ცნობილი მხატვრის სევერიან მაისაშვილის ვაჟი. დაამთავრა სამხატვრო აკადემია.  ერთი პერსონალური გამოფენა გამართა თბილისში. ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში – საქართველოსა  და რუსეთში.
მხატვარი გარადიცვალა ახალგაზრდა ასაკში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები