დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებმა ცენტრმა მუშაობა განაახლა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებმა ცენტრმა მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით განაახლა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისაღებ ცენტრში შესვლა მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
მათივე ცნობით, დამონტაჟებულია მინის ბარიერები და დაცულია დისტანცია.