„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი: 2017“ – ვიდეოჩანაწერი

25 მაისს, 20:00  საათზე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის – 2017-ის ვიდეოჩანაწერის ჩვენება გაიმართება.
ფესტივალი 2017 წელს ქალაქ ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა. ბათუმის საზაფხულო თეატრში მაყურებლების წინაშე წარდგნენ ქართული და უცხოური ფოლკლორული ჯგუფები. ფესტივალის ფარგლებში კონცერტი ასევე გაიმართა ურეკის კულტურის სახლში და, ტრადიციულად, Black Sea Arena-ს სცენაზე, გალაკონცერტით, დაიხურა.
ფესტივალის სპეციალური სტუმარები იყვნენ ფლამენკოს ცნობილი შემსრულებლები ესპანეთიდან – LA MONETA AND GRANADA FLAMENCO COMPANY.
აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავისა“ და ესპანელების მიერ ერთობლივად შესრულებული ნომერი.

ფესტივალის მონაწილეები:
• იტალია – ფოლკლორული გუნდი „ლა სკუადრა“;
• თურქეთი – არჰავის მუნიციპალიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი;
• სომხეთი – სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მასუნქი“;
• პოლონეთი – ფოლკლორული გუნდი „დოლინა პოპრადუ“;
• უკრაინა – ცეკვის ჯგუფი BaDeM;
• უკრაინა – ალიე ხაჯაბადინოვა – სოლო შემსრულებელი;
• იტალია – მომღერლები პრემანადან;
• საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“;
• საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“;
• ქედის მუნიცილაპიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“;
• ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“;
• ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“;
• ფოლკლორული ანსამბლი „ძირიანი“;
• შუახევის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“;
• მომღერალ-მგალობელ ქალთა ანსაბლი „რეხეული“;
• მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ამაღლება“;
• ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი“.

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა 2016 წლიდან დაიწყო საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზება და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალი Black Sea Arena-ს, Check In Georgia-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ვიდეოჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე: ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები